2024 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებისთვის 646,0 მილიონი, ფინანსთა სამინისტროსთვის 114,0 მილიონი, იუსტიციის სამინისტროსთვის 400,0 მილიონი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 187,5 მლნ ლარია გათვალისწინებული

მომავალ წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებისთვის 646,0 მილიონი, ფინანსთა სამინისტროსთვის 114,0 მილიონი, იუსტიციის სამინისტროსთვის 400,0 მილიონი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 187,5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის დაინიცირებულ პროექტშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, მეწარმეობის განვითარებაზე 304,9 მლნ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე - 33,5 მლნ, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე - 77,1 მლნ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე - 120,0 მლნ ლარი მიემართება.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გათვალისწინებულია 90,0 მლნ ლარი; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დაფინანსება შეადგენს 4,8 მლნ ლარს; საქართველოს პროკურატურისთვის გათვალისწინებულია 62,9 მლნ ლარი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გათვალისწინებულია 18,0 მლნ ლარი; სასამართლო სისტემისთვის გათვალისწინებულია ჯამში 153,7 მლნ ლარი, მათ შორის: საკონსტიტუციო სასამართლო - 6,2 მლნ ლარი, უზენაესი სასამართლო - 17,2 მლნ ლარი, საერთო სასამართლოები - 122,0 მლნ ლარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 8,3 მლნ ლარი; იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 11,0 მლნ ლარი; სახალხო დამცველის აპარატისთვის გათვალისწინებულია 10,5 მლნ ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 7,0 მლნ ლარი; საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება შეადგენს 82,6 მლნ ლარამდე; სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 21,5 მლნ ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება შეადგენს 146,2 მლნ ლარს; მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება შეადგენს 25,0 მლნ ლარს; პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებულია 9,6 მლნ ლარი; სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების დაფინანსება ჯამში შეადგენს 10,8 მლნ ლარს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო