სტუ-ში პროექტის - „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - Reinnova, განხორციელება დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო ოფისის ორგანიზებით, პროექტის - „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში -"Reinnova", გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და პროექტის - Reinnova, ინსტიტუციური კოორდინატორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროექტის ოპერაციული მენეჯერი ბორის გითოლენდია, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთი ქოქრაშვილი, კვლევებისა და ინოვაციების მენეჯერი ემა ბონფლიჯიო (კილის უნივერსიტეტი), სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ. რექტორმა პროექტის მმართველ გუნდს, პროექტის ეგიდით განსახორციელებელი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პირველ რიგში, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ვულოცავ მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული მიზნები და არსებული საჭიროებები შეესაბამება პროექტის იდეას, რომელიც ეყრდნობა უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას. შესაბამისად, ამ საპროექტო განაცხადის ძირითადი არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირება ჩვენს უნივერსიტეტში, რათა შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით სტუ-ში სტიმულირდეს ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა; მოხდეს ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, - აღნიშნა სტუ-ს რექტორმა თავის გამოსვლაში.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტიდან ინოვაციების მრჩეველი, ემმა ბონფილჯიო, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებას.

ღონისძიების ფარგლებში გადაწყდა პროექტის ძირითადი პერსონალისა და პარტნიორების ჩართულობით შეიქმნას ე.წ. პროექტის მმართველი საბჭო - Project Management Board (PMB), რომლის შემადგენლობაში მოიაზრებიან პროექტის გუნდის წევრები და პარტნიორი ინსტიტუციის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში -Reinnova, არის საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებულია პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება და განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.

სტუ-ს ინფორმაციით, პროექტის ითვალისწინებს ორი - სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის და სამშენებლო ფაკულტეტის, ჯამში, 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReInnova-ს პილოტირებას და სასწავლო მოდულის - „საწარმოო პრაქტიკა“ - გაძლიერებას. პროექტის საბოლოო მიზანია, კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით შეიქმნას კარიერული განვითარების და პროფესიული ზრდისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით.

მათივე ცნობით, შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებით თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას და განსხვავების შემცირებას სწავლის შედეგებსა და შრომის ბაზრის მოლოდინებს შორის (skills gap). პროექტის კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?