ქალაქ რიგაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის - TRIBE INTERNATIONAL ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ; საპრეზენტაციოდ წარდგენილი იყო 10-მდე დასახელების ქართული ღვინო.

„ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად ახორციელებს სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს.

ქალაქ რიგაში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს, ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად არის წარმოდგენილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა