სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემია წესდება

სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემია წესდება.

ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრი ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის.

სიახლე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ და დახვრეტილი ჟურნალისტის დამ, ინა ბერულავამ გააჟღერეს.

„ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა. სპეციალური კომისია რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებით და მედია მენეჯერებით შეარჩევს აფხაზეთის თემაზე მომზადებულ საუკეთესო სიუჟეტსა და სტატიას, პრემია გაიცემა მშვიდობის თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ასევე დაჯილდოვდება აფხაზეთიდან დევნილი ერთი ჟურნალისტი.

პრემიის მოსაპოვებლად ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი და გამოაგზავნონ მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com. კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელი დეკემბრის პერიოდში. კონკურსის მიზანია ხელს შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის