„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, პენსიონერთა პირველი ფორუმი გამართეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ პენსიონერთა პირველი ფორუმი გამართა.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მთავარ საკითხს საპენსიო სესხების განულება და მამაკაცების საპენსიო ასაკის 60-წლამდე დაწევა წარმოადგენდა.

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ პენსიონერების პრობლემები მოისმინეს და შეკრებილ საზოგადოებას კონკრეტული სამოქმედო გეგმაც გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პენსიონერთა ფორუმები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომავალშიც გაიმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა