გიორგი ვაშაძე - 400 000-მდე პენსიონერს აქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი -პენსიონერი არჩევანს შორისაა, წამალი იყიდოს თუ პური

ირაკლი, შეხედე ეს ვითარებაა საქართველოში - 400 000-მდე ქართველ პენსიონერს აქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი. სესხი იმიტომ კი არ გამოიტანეს, რომ დასასვენებლად უნდოდათ წასვლა, არამედ პენსიონერი მუდმივად არის არჩევანის წინაშე, წამალი იყიდოს თუ პური, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდა, რომ ყველა ქართველ პენსიონერს სესხის ძირი თანხა გაუნულოს.

როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, საქართველოს ბიუჯეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ქართველ პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდეს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულის განხორციელებას ეწინააღმდეგება, რათა ბიუჯეტი კვლავ კორუფციული გარიგებებისთვის გამოიყენოს.

„მინდა ახლა პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ხელი აიწიოს ვის აქვს საპენსიო სესხი გამოტანილი. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გვიყურებს ჩვენ ყველას, მინდა თქვენთან ერთად მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი, აი შეხედე, ეს ვითარებაა საქართველოში. 400 000-მდე ქართველ პენსიონერს აქვს ბანკიდან სესხი გამოტანილი. სესხი იმიტომ კი არ გამოიტანეს, რომ დასასვენებლად უნდოდათ წასვლა, პენსიონერი მუდმივად არის არჩევანს შორის, წამალი იყიდოს, თუ პური, ექიმთან რომ მივა თანხა სჭირდება, ხომ ამიტომ არის ეს სესხები გამოტანილი? შესაბამისად, ირაკლი, მოგმართავ პირდაპირ ეთერში, პირველი საპენსიო ფორუმიდან, ამ კვირაში საქართველოს პარლამენტში თქვენ წარმოადგინეთ ბიუჯეტი და თქვით, რომ ჭარბი შემოსავალი აქვს საქართველოსო, ანუ მეტი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ცენტრალურ ბიუჯეტმა უნდა გაანაწილოს 430 მილიონი. თუ შევხედავთ რაში ნაწილდება ეს ფული, ვერ გაიგებთ, ისევ იმ მიმართულებებში, სადაც ფული უნდა აკეთონ, ირაკლი, შენ უნდა აკეთო, მერე ჩარტერით რომ იმგზავრო, კახა კალაძემ უნდა აკეთოს ფული, მთელმა თქვენმა კორუფციულმა მოდგმამ უნდა აკეთოს ფული.

ამ ერთხელ მაინც დაუშვით გამონაკლისი და გადავუხადოთ საპენსიო სესხის ძირი თანხა ყველა პენსიონერს, რითაც განულდება ეს სესხები. ანუ, ამის ფული გაჩნდა, რას ნიშნავს ჭარბი ფული, ბიუჯეტი იყო დაგეგმილი და სხვადასხვა მიზეზის გამო მეტი ფინანსები შემოვიდა ბიუჯეტში. მე არ მგონია, რომ ადამიანები წინააღმდეგები იყვნენ დაფაროთ საპენსიო სესხის პროცენტი.

ქალბატონი იყო მოსული პარლამენტში, მთელი მისი პენსია, რაღაც მოუგონეს, ბანკში რჩება, ანუ არც ერთი თეთრი არ მიაქვს სახლში და ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ერთჯერადი აქტით მათ გავუმართოთ ხელი, ვინც ყველაზე მეტად არის პრობლემების წინაშე.

აი, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ, იქით კვირაში გამოდის ეს ბიუჯეტი, ოპოზიცია არასდროს ბიუჯეტს არ უჭერს მხარს, მაგრამ ახლა შევქმნათ პრეცედენტი, ამ პარლამენტმა, არაფერი რომ არ გაუკეთებია ხალხისთვის, ერთხელ მაინც ეს კეთილი საქმე გააკეთოს, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ამ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, რომ მთავრობა, ოპოზიცია, პოზიცია არის ხალხისთვის და წარმოიდგინეთ, რომ შემდგომ თვეში მიდიხართ ბანკში და სრულად იღებთ პენსიას, ლიბერთი ბანკი თანხას არ დაიკავებს.

კიდევ ვიმეორებ, ეს თანხა გაჩნდა, ხომ არ გეუბნებით, რომ რამეს მოაკლოთ. არც თქვენ ჩარტერებს მოაკლოთ, არაფერს არ უნდა მოაკლოთ, უბრალოდ ეს ფული უნდა გამოიყენო საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, დაველოდოთ, თქვენთან ერთად ხელმოწერები გავაკეთეთ, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, თბილისსა თუ რეგიონებში და ამ ხელმოწერებს მივიტანთ პარლამენტშიც, კანცელარიაშიც", - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024