გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები “თბილისობის” დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მოადგილეებთან, ზურაბ აბაშიძესა და თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ოთარ გრიგოლიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად „თბილისობა 2023“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ წლევანდელი თბილისობის პროგრამა კვლავ მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

„საერთო-სახალხო ზეიმის დროს თვალნათლივ ჩანს დედაქალაქის მრავალეთნიკური სახე, თბილი და მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნების და კონფესიის მოქალაქეებს შორის, ის უწყვეტი კავშირი თბილისის ისტორიულ წარსულთან, რომელმაც შექმნა უნიკალური იდენტობა - თბილისელობა. მინდა ყველას მივულოცო თბილისობის დღესასწაული. თბილისის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, თბილისის მაცხოვრებლები და ჩვენი ქალაქის სტუმრები კმაყოფილნი იქნებიან”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობა 2023“-ის ფარგლებში წარმოდგენილი სხვადასხვა საგამოფენო სივრცე და სამეწარმეო ბაზრობა დაათვალიერა.

საკრებულოს წარმომადგენლები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ტრადიციულ კუთხეებს გაეცნენ.

ორი დღის განმავლობაში როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის