ანა წითლიძე - „ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ 11 წლის მმართველობის თავზე საქართველომ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია მიიღო.

მისივე თქმით, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით საქართველოს მოქალაქეებს მოუტანა.

„მე ვარ ახლა ანაკლიაში, 11 წელი შესრულდა, რაც „რუსული ოცნება“ ამ ქვეყანას მმართავს. ჩემს უკან მდგარი შენობა არის სიმბოლო იმისი, თუ რა დამართა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და რა დამართა ანაკლიას - გაპარტახებული, დაპაუზებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა. ლაზიკის, ანაკლიის პორტის და ანაკლიის განვითარება უნდა ყოფილიყო უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკურ აღმავლობას და უსაფრთხოებას მოუტანდა.

„ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია. ასევე, მივიღეთ ის, რომ უკვე ორი წელია ანაკლიის ლაზიკის და ანაკლიის პორტის სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დავალებით „ქართულ ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს. აქ, ანაკლიაში ყველაზე კარგად ჩანს ის უბედურება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით საქართველოს მოქალაქეებს მოუტანა. ანაკლიის პორტი და ლაზიკა, რომელსაც უნდა შეექმნა ათიათასობით სამუშაო ადგილი იქნებოდა გარანტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის და იქნებოდა გარანტი იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში არ გაიქცეოდნენ და იცხოვრებდნენ საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეს, რომ დღეს არჩევანი არის მარტივი, არჩევანი არის ევროპულ, ძლიერ, ეკონომიკურად განვითარებულ, თავისუფალ საქართველოსა და რუსეთის აგენტურას შორის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის