სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ულოცავს.

განცხადებას აღნიშნულის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს. ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ამ დღესასწაულს ულოცავს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო