დიმიტრიოს კარაბალისი - კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია

კანდიდატის სტატუსს კომისია არავის ანიჭებს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, მათ აქვთ გადაწყვეტილების მიღების სუვერენული უფლება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ე.წ. საზღვართან ადამიანების გატაცების ფაქტების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში შეინიშნება გატაცების ფაქტებიუს კლება.

"შეინიშნება გატაცების ფაქტების კლება წლების განმავლობაში, მაგალითად, 2013 წელს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაფიქსირდა 190 ფაქტი, გასულ წელს 41, ხოლო წელს 26-მდე შემცირდა, რაც შეეხება აფხაზეთს, 2013 წელს გატაცების 384 ფაქტი დაფიქსირდა, შარშან 7 და წელს - 3", - აღნიშნა ელჩმა.

მან მისიის მუშაობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დიალოგისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას ცდილობს.

"საქართველოში კონფლიქტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადასაწყვეტი არაა, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ სიტუაცია რაც შეიძლება წყნარი იყოს, შეიქმნას ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ მხარეები დასხდნენ და მოძებნონ გამოსავალი. ის, რასაც ვცდილობთ, არის, რომ შევქმნათ შესაფერისი პირობები, სადაც ეს დიალოგი შეიძლება გაიმართოს და გამოსავლის პოვნა შესაძლებელი გახდეს", - აღნიშნა ელჩმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის