საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია 4 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას, სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველეყო. 2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები შეადგინა, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს.

„გამოძიების პროცესში, ასევე, დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა სპეციალისტები დაიქირავა, რომლებმაც თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი