თბილისის მერიამ მიმდინარე წელს ნარჩენების არასწორად მართვის გამო 1058 საჯარიმო ოქმი გამოწერა

2023 წელს, 9 თვეში, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნარჩენების არასწორად მართვის გამო დაჯარიმების 1058 ოქმი გამოწერა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წელს მუნიციპალურ ნარჩენებზე დაჯარიმების 700 ოქმი გამოწერა, ხოლო სამშენებლო ნარჩენზე - 252 ოქმი. ამას გარდა, კონტეინერებში შეფუთვის ნარჩენის არადანიშნულებისამებრ მოთავსების გამო, რაც ყუთების დაუკეცავ/დაუშლელ მდგომარეობაში განთავსებას გულისხმობს, ჯარიმის 106 ოქმია გამოწერილი.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, სექტემბერში მუნიციპალურმა ინსპექციამ მუნიციპალურ ნარჩენზე - 131 ოქმი, სამშენებლო ნარჩენზე - 21 ოქმი, შეფუთვის (ყუთები) ნარჩენზე კი 2 ოქმი გამოწერა.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს მუნიციპალურ ნარჩენზე 1169 ოქმი გამოიწერა, სამშენებლო ნარჩენზე კი 222 ოქმი.

ამასთან, სავაჭრო/კომერციული კომპანიები ვალდებულები არიან ნარჩენების მართვისთვის „თბილსერვის ჯგუფთან“ ხელშეკრულებები გააფორმონ, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სავაჭრო/კომერციული კომპანიებიდან მათთან ხელშეკრულება მხოლოდ 29 სუბიექტს აქვს გაფორმებული.

„ზოგიერთ ხელშეკრულებაში რამდენიმე ობიექტის მომსახურებაა გათვალისწინებული. ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში, კონკრეტული ობიექტების მომსახურების ტარიფები რეგულირდება ინდივიდუალურად ნარჩენების რაოდენობიდან, სახეობიდან, ობიექტის ადგილმდებარეობიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე: რა სახის კონტეინერებს დავუმატებთ, რამდენ ადამიანს დავასაქმებთ, რა ტექნიკას გამოვიყენებთ.

ასევე, მოგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები. წესის დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. კანონის ფარგლებში რეაგირება და სამართალდამრღვევის დაჯარიმება თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხდება. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2023 წელს მუნიციპალურ ნარჩენებზე დაჯარიმების 700 ოქმი გამოწერა, ხოლო სამშენებლო ნარჩენზე - 252 ოქმი. ამას გარდა, კონტეინერებში შეფუთვის ნარჩენის არადანიშნულებისამებრ მოთავსების გამო, რაც ყუთების დაუკეცავ/დაუშლელ მდგომარეობაში განთავსებას გულისხმობს, ჯარიმის 106 ოქმი გამოიწერა. აქედან, მიმდინარე წლის სექტემბრის სტატისტიკა შემდეგნაირია: მუნიციპალურ ნარჩენზე - 131 ოქმი, სამშენებლო ნარჩენზე - 21 ოქმი, შეფუთვის (ყუთები) ნარჩენზე - 2 ოქმი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილსერვის ჯგუფში“.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომიდან დიდ სუპერმარკეტებსა და მარკეტებს 6 სექტემბერს მიმართა და მათ ნარჩენების მართვაში დასახმარებლად „თბილსერვის ჯგუფთან“ ხელშეკრულებების დროულად გაფორმება მოსთხოვა. ამასთან, კახა კალაძემ მოქალაქეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს ნარჩენების კანონით დადგენილი წესით განთავსებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალურ ინსპექციას მათი დაჯარიმება მოუწევთ.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“