სახლიდან 4000 კილომეტრის დაშორებით უზბეკმა მათემატიკის მასწავლებელმა სარძევე ჯირკვლის კიბო დაამარცხა

33 წლის ასაკში, როდესაც მამოლოგიური სკრინინგი ქალების უმრავლესობას ჯერ კიდევ გავლილი არც აქვს, სამი წლის ქალიშვილის დედას, აზერბაიჯანელ მათემატიკის მასწავლებელს ალბინას მეოთხე სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბო დაუდგინდა, იმ ეტაპზე როდესაც დაავადება მკერდის ლიმფურ კვანძებში და ღვიძლის არეალში იყო მეტასტაზირებული. „შოკირებული ვიყავი, მახსოვს ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი უნდა ყოფილიყო რაც ჩემს თავს ხდებოდა. მხოლოდ 33 წლის ვიყავი და შედარებით ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, თამბაქოს მოწევას თუ არ ჩავთვლით“, გვიამბობს ალბინა, რომელსაც ტაშკენტში ექიმებმა ურჩიეს მკურნალობა დაუყოვნებლივ ქიმიოთერაპიით დაეწყო. იმ შემთხვევებში, როდესაც კიბოს მეტასტაზები სხვა ორგანოებზეა გავრცელებული, ექიმები როგორც წესი პაციენტებს სარძევე ჯირკვლის ქირურგიას არ ურჩევენ. ამ შემთხვევაში საქმე მეოთხე სტადიის კიბოს ეხებოდა და ინდივიდუალური და კომპლექსური მკურნალობა იყო საჭირო.

ალბინას ერთ-ერთმა კოლეგამ სკოლაში ჰკითხა უფრო სრულყოფილი მკურნალობის მისაღებად, მოკვლეული ჰქონდა თუ არა ალტერნატიული საავადმყოფოები საზღვარგარეთ. სწორედ ამ ეტაპზე წააწყდა იგი Acıbadem-ის საავადმყოფოს თურქეთში, რომლის ადგილმდებარეობაც პაციენტს აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტად აწყობდა, რადგანაც თურქეთში მომუშავე თუ სტუდენტი ნათესავების იმედით რეალური შესაძლებლობა ჰქონდა სამკურნალოდ უფრო ხანგრძლივად დარჩენილიყო. ალბინამ დაუყოვნებლივ შეავსო ვებგვერდზე არსებული პაციენტის ონლაინ ფორმა. მეორე დღესვე საავადმყოფოს ოფისის წარმომადგენელმა მას დაურეკა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა და Acıbadem-ის ონკოლოგთან კონსულტაციის გავლა სთხოვა. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტები გაიგზავნა ასოცირებულ პროფესორთან ოზგე გუმუზისთან, რომელმაც შეიმუშავა მკურნალობის გეგმა, ქიმიოთერაპიისა და ტარგეტირებული თერაპიის ჩართულობით. საავადმყოფოს ოფისის წარმომადგენელმა ალბინასთან სამკურნალო გეგმასთან ერთად ექიმის რეზიუმეც გააგზავნა, რის შემდეგაც პაციენტმა Acıbadem-ში მკურნალობა გადაწყვიტა. ოზგე გუმუზი ექიმი ონკოლოგია, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობაზე და კვლევაზე სპეციალიზდება. მას უმუშავია UCSF მრავალფუნქციურ კიბოს ცენტრში და აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტში და უმეტესწილად იღებს პაციენტებს, რომლებსაც სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდათ. ასე დაიწყო ალბინას სამკურნალო მოგზაურობა Acıbadem-ის საავადმყოფოში.

იგი ძალიან ახალგაზრდა პაციენტი იყო, რომელსაც სარძევე ჯირკვლის კიბო ღვიძლში ჰქონდა გავრცელებული. მისი კიბოს ტიპი განისაზღვრა რამდეიმე სფეციფიკური ანალიზის მეშვეობით და იგი HER2-დადებითი აღმოჩნდა. პაციენტის მკურნალობა ქიმიოთერაპიითა და ანტი- HER2 ტარგეტირებული თერაპიით დავიწყეთ,“ გვიხსნის ასოცირებული პროფესორი ოზგე გუმუზი. ტარგეტირებული თერაპია წარმოადგენს კონკრეტული მედიკამენტების გამოყენებით კიბოს უჯრედების განადგურებას ან მათი ზრდის შეჩერებას. ტარგეტირებული წამლები მიემართება კიბოს უჯრედებში არსებულ კონკრეტულ ანომალიებს. მედიკამენტი განისაზღვრება სარძევე ჯირკვლის კიბოს ტიპის მიხედვით. ტარგეტირებულ თერაპიას ჭკვიან წამლებსაც უწოდებენ.

Acıbadem-ში ჩამოსვლისთანავე, ალბინამ ჩაიტარა ქიმიოთერაპიული მკურნალობის ინტენსიური კურსები. 4 ასეთი კურსის შემდეგ კი მის ღვიძლში არსებული დაზიანებული ქსოვილები გაქრა. ქიმიოთერაპიისა და ტარგეტირებული თერაპიის კომბინირებული 6 კურსის შემდეგ კი ქიმიოთერაპია შეწყდა და მხოლოდ ანტი- HER2 მკურნალობა გაგრძელდა. რის შემდეგაც PET-CT სკანირების შედეგად პაციენტის მდგომარეობის შეფასებით, დაავადების აქტიური მიმდინარეობა არ იკვეთება. დღესდღეობით, უკვე 2 წელზე მეტია, პაციენტს კიბო არ აქვს, რაც საოცარია. ალბინა ამბობს,ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და აღმოვაჩინე საავადმყოფო, რომელშიც შეძლეს ჩემი სიმსივნის მკურნალობა. საკმაოდ იღბლიანი ვარ, რომ კარგი ექიმი შემხვდა. ოზგე გუმიზის მადლბას ვუხდი, ზოგადად სრულად Acıbadem-ის პერსონალი კი მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა და თავის საქმეს გულმოდგინედ ეკიდება. ყველა მათგანის მადლობელი ვარ. დღესდღეობით ჯანმრთელი ვარ.

ყველას, ვისაც სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა, პროფესორი მოუწოდებს გამოიკვლიონ შესაძლო საუკეთესო მკურნალობის მეთოდები.

უფრო და უფრო მეტი საშუალება გვაქვს, რომ ახალი ტარგეტირებული თერაპიები და იმუნოთერაპიები გამოვიყენოთ. უფრო მეტი ვიცით ქვეტიპებზე და მუტაციებზე, რაც საშუალებას გვაძლევს რომ ტარგეტირებულად მივმართოთ მკურნალობა სიმსივნურ უჯრედებზე. მაშინაც კი თუ სარძევე ჯირკვლის კიბოს ბოლო სტადიებთან გვაქვს საქმე, მკურნალობის ბევრი მეთოდი შეიძლება წარმატებული გამოდგეს, როგორც ეს ალბინას შემთხვევაში მოხდა“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ოზგე გუმუზიმ.

Acıbadem-ი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული იმ რამდენიმე მრავალფუნქციური სარძევე ჯირკვლის კიბოს ცენტრიდან, რომლებიც პაციენტებს სარძვე ჯირკვლის კიბოს რთული შემთხვევების მკურნალობას სთავაზობს. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებს. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით დღესვე: +90 216 544 46 64.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო