ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანები, თურქეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან და მათ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა. 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობს.

პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“, ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება, რომელიც დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას მოიცავს.

პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდი“ ახორციელებს.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო