„შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ კამპანიის ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

„ევროპა დონე საქართველოს“, ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა “შენი სიცოცხლე შენს ხელშია” კამპანიის ფარგლებში თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

მათი თქმით, „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დაწყებას.

“ევროპა დონე საქართველოს” პრეზიდენტის, ანა მაზანიშვილის თქმით, ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის გარანტია.

“ოქტომბერს ვიწყებთ ძალიან ლამაზი აქტივობით, ეს არის ტრადიციული აქტივობა ჩვენი ორგანიზაციის, “ევროპა დონე საქართველოს” და ონკო საზოგადოება hope-ის, რომელსაც ყოველ წელს ვმართავთ. სწორედ, თავისუფლების მოედანზე კეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შემდეგ უკვე ამ ჯაჭვს ასრულებს ონკოპაციენტების ფლეშმობი. რეალურად, ჩვენი ეს აქტივობა ეხმაურება ჩვენს კამპანიას, რომელსაც ვაწარმოებთ თბილისის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან და ეროვნულ სკრინიგ ცენტრთან ერთად. ეს არის “შენი სიცოცხლე შენს ხელშია” და კამპანიის მთავარი მიზანია სკრინგის მიმართვიანობის გაზრდა. ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის გარანტია და ფაქტობრივად, ეს არის ნაბიჯი, რომლითაც მზაობას გამოვთქვამთ, რომ ვიყოთ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე”, - განაცხადა ანა მაზანიშვილმა.

თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, თინათინ ნიბლოშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია უწყებების ჩართულობა მსგავს კამპანიაში, რათა გაიზარდოს მიმართვიანობა სკრინინგის პროგრამების მიმართ.

“თბილისის საკრებულო ტრადიციულად ყოველწლიურად უერთდება “ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიას “შენი სიცოცხლე შენს ხელშია”. ძალიან მნიშვნელოვანია უწყებების ჩართულობა მსგავს კამპანიაში, იმიტომ, რომ გაიზარდოს მიმართვიანობა სკრინინგის პროგრამების მიმართ, ასევე, გაიზარდოს ნდობა. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავამხნეოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ებრძვის და დღეს არის კიბოს დიაგნოზით”, - განაცხადა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

ცნობისთვის, ცნობილი კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ის ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა