„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - წმინდა ექსპორტი ზრდის მთავარი ფაქტორია

აგვისტოში ეკონომიკური აქტივობა რეალურ გამოხატულებაში 5.8%-ით გაიზარდა, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზირებული 6.1%-ს ნაცვლად. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სექტემბრის უნაღდო ანგარიშსწორების ბრუნვები, მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს.

„მთლიანობაში, ნორმალიზების დინამიკა სახეზეა. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო შემოდინებებზე, ისევ და ისევ, მხოლოდ ნორმალიზების და არა შემცირების კუთხით.

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აგვისტოში სებ-მა 110 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, რაც მართალია წინა თვეებთან შედარებით უფრო დაბალი, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური ოდენობაა. „თიბისი კაპიტალი“ ინარჩუნებს შეფასებას, რომ სავალუტო შემოდინებების მხრივ, ნეგატიური დინამიკისათვის, საკმაოდ ძლიერი შოკია საჭირო, რაც არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში არ იკვეთება. გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე. “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად