ანა წითლიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის პოზიცია  ხმამაღლა ისმოდეს, მაგრამ არ ისმის

სახალხო დამცველის მანდატი არის ბევრად უფრო ფართო, ვიდრე სახალხო დამცველი პოზიციონირებს, ამიტომ კითხვები ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვექნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მან განმარტა, რომ სახალხო დამცველთან კითხვები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ექნებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის პოზიცია ხმამაღლა ისმოდეს, მაგრამ არ ისმის. კითხვები გვექნება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო დასკვნა ძალიან მძიმე იყო, შესაბამისად, ჩვენი კითხვა იქნება, თუ რას აპირებს და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობს, რას აპირებს სახელმწიფო, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად არ დასრულდეს. ცხადია, კითხვები გვექნება, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით. მაგალითად, არ ვიცით, როგორია სახალხო დამცველის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდები ცარიელი ფურცლით დგომის გამო, 2000 ლარით დააჯარიმეს. არ ვიცით მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, რომელიც უზღუდავს შეკრების, გამოხატვის თავისუფლებას და ნებისმიერი კონსტრუქციის დადგმას. სახალხო დამცველი ვერ აარიდებს თავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს უფლებების დარღვევის ნაწილში. რამდენად კანონიერად მიაჩნია სახალხო დამცველს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იმპიჩმენტის საკითხი, მან აუცილებლად უნდა გვიპასუხოს. აუცილებლად უნდა გვიპასუხოს ფარცხალაძესთან დაკავშირებითაც და გაგვცეს პასუხი, თუ რამდენად წარმატებულად თვლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ფარცხალაძე “ეფესბეს” აგენტი აღმოჩნდა. ეს არის ის ძირითად საკითხები, რაზეც სახალხო დამცველთან კითხვები გვექნება”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო