„საქართველოს ბანკი“ - ბანკი ახლგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკი ახლგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ინიციატივაა „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა – უნიკალური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა.

„ეს პროექტი „საქართველოს ბანკმა“ 4 წლის წინ, 2019 წელს დაიწყო. სულ რაღაც სამ წელიწადში კი მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ბავშვებისთვის საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში გახსნა იდეათეკა, რამაც ახალგაზრდებისთვის განათლება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ აწმყოში გახადა, არამედ სამომავლოდ ინტელექტუალური განვითარების პერსპექტივაც უფრო განუმტკიცა.

იდეათეკის კონცეფციაც ხომ ეს არის - უზრუნველყოს ახალგაზრდები ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენასა და პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაეხმარება: მისცემს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით მოცულ გარემოში, სწრაფად ცვალებად დროში იპოვონ საკუთარი ადგილი, იდეა, რომელსაც ტექნოლოგიების ათვისებითა და დახმარებით განახორციელებენ.

პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს მისი განხორციელების გეოგრაფიული არეალი აქცევს - საზღვრისპირა, მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლები – სწორედ ასეთ ადგილებში არსებულ საჯარო სკოლებში გაიხსნა და მომავალშიც გაიხსნება დამატებითი საგანმანათლებლო სივრცეები ღია და თავისუფალი იდეებისთვის:

გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები – დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი; თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის 1-ელი, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის 1-ელი, ნაბეღლავის, ჯვრის 1-ელი, უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის რეგიონის სოფლები: ერისიმედი, ლამბალო და საბათლო.

შედეგად, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა დაახლოებით 7000-მდე მოსწავლეს უჩენს უსაზღვრო შესაძლებლობების სივრცეს. ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ საზღვრისპირა და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქტიურად დადის იდეათეკებში: დრომ და პრაქტიკამ კიდევ უკეთ გამოაჩინა მსგავსი სივრცეების სასიცოცხლო აუცილებლობა და საჭიროება.

ცხადია, საჯარო სკოლებში ისედაც არსებობდა ბიბლიოთეკები, თუმცა იდეათეკების სახით გაჩნდა ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეები, რომლებიც თანამედროვე ტემპთან შესაბამისად წიგნების უახლესი გამოცემებითაა დაკომპლექტებული. ამავდროულად, დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი ტიპის განათლება წარმოუდგენელია ტექნიკის გარეშე და იდეათეკა შემეცნების პროცესს ამ მხრივაც უპრეცედენტოდ მოსახერხებელს ხდის, მათ შორის რეგიონებშიც, რადგან საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ განათლების თანაბარი შესაძლებლობები ქვეყნის მთელი მასშტაბით შექმნას.

იდეათეკებში დაარსების დღიდან – პანდემიის და პოსტპანდემიის პერიოდის ჩათვლით, სრულიად ორგანულად და ბუნებრივად ხდებოდა ისე, რომ ახალგაზრდები იცნობდნენ ერთმანეთს, აარსებდნენ კლუბებს, ესწრებოდნენ კონფერენციებს, პრეზენტაციებსა თუ შეხვედრებს და, რაც ყველაზე მთავარია, იცნობდნენ საკუთარ თავს. მარტივად რომ ვთქვათ, იდეათეკა საკლასო ოთახიცაა და სამუშაოც.

პროექტმა თავისთავად გაამართლა წინასწარი მოლოდინები, გააკეთა ზუსტად ის, რასაც მისგან ელოდნენ – „საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს. რაც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას უბიძგებს, მუდმივად იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე, ისწავლონ, შეიმეცნონ, გაიცნონ ახალი ადამიანები, იმოქმედონ და არ გაჩერდნენ.

„საქართველოს ბანკის“ საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო