კახა კალაძე პრეზიდენტზე - როცა ერთი და იმავე დონეზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს, ძალიან შემაშფოთებელია

შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას, ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს უვლებენ პარალელს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ვინც აღნიშნულს ახალისებს, „ქვეყნის მტერია“.

"როდესაც ერთი და იმავე დონეზე აყენებენ კონსტიტუციის დარღვევას და ევროპულ მომავალს, ძალიან შემაშფოთებელია, ძალიან მძიმე მესიჯია საზოგადოებისთვის. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ევროპა, ევროპული მომავალი კარგია, სადაც სამართლიანობაა, სადაც კონსტიტუციას, კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემენ და ამ დროს, გამოდიან ეს რადიკალები, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ოპოზიცია და გარეთ, მათი მხარდამჭერები და სამარცხვინო და შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებენ, როდესაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას, ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს უვლებენ პარალელს. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება.

ეს იმ სიბინძურის და სიყალბის პირდაპირი წახალისებაა, რაც კონკრეტულად ამ შემთხვევაში გვაქვს. დააკვირდით, მოვლენებს. თავი დავანებოთ კონსტიტუციის დარღვევას, ეს თავად პრეზიდენტმაც კარგად იცის, რომ ასეა. როგორ ხდება ამ ყველაფრის წახალისება უცხოეთიდან, ე.წ. მეგობრების მხრიდან. ისინი ჩვენი ქვეყნის მტრები არიან და იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში როგორმე დესტაბილიზაცია და არეულობა გამოიწვიონ. ეს ძალიან ბევრი რამით დასტურდება, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. სამწუხაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის