კოკა კაციტაძე ბელგიის სამეფოს „პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის“ პრეზიდენტს ქეთლინ სტინკენსს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოადგილეებთან გიორგი კვარაცხელიასთან, ნათია სონღულაშვილთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეგა უწყების, ბელგიის სამეფოს “პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომიტეტის” (Committee P) პრეზიდენტს და წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბელგიის სამეფოს მუდმივმოქმედი კომიტეტი (Standing Committee P) დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციის მქონე ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია ბელგიის პარლამენტის წინაშე.

„სამსახური იძიებს ბელგიის მასშტაბით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებს. იგი, ასევე, მონიტორინგს ახორციელებს ქვეყანაში პოლიციის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

შეხვედრაზე, ქართულ დელეგაციას Committee P-საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კომიტეტის პრეზიდენტმა ქეთლინ სტინკენსმა მიაწოდა.

ბელგიელ კოლეგებს, სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ წარუდგინა.

ბელგიელ კოლეგებთან შეხვედრაზე, ხაზი გაესვა დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (IPCAN) დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ნაყოფიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და მნიშვნელობას. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, აღნიშნული საერთაშორისო ქსელის წევრი 2023 წლის მაისიდან ოფიციალურად გახდა, რის შემდეგაც ბელგიის მუდმივმოქმედ კომიტეტთან ერთად, საქართველოს სახელით ,,პოლიციის მიერ ძალის გამოყენების“ შესახებ დეკლარაციას შეურთდა.

კოლეგა უწყებებმა სამოხელეო დანაშაულის გამოძიების გამოწვევებზე, თანამედროვე ტენდენციებზე, გამოძიების მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ბელგიაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო