ლევან ჟორჟოლიანმა ანტიდისკრიმინაციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების სასწავლო კურსის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტიდისკრიმინაციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების სასწავლო კურსის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია სახელწოდებით „ადგილობრივი ხმებიდან ეროვნულ ხედვამდე: ანტი-დისკრიმინაციული დიალოგი და ადამიანის უფლებათა სტრატეგია“ კურსის მსვლელობისას იდენტიფიცირებული მნიშვნელოვანი თემების განხილვას, კერძოდ, ანტიდისკრიმინაციული მიდგომების გამოყენებას, ინკლუზიური კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ანტიდისკრიმინაციული ეთიკის კოდექსის განხორციელებას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან ჟორჟოლიანმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოცემული პროექტი ადამიანის უფლებების ადგილობრივ დონეზე წარმატებით განხორციელებისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიღწევები, რომლებიც ადამიანის უფლებების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ დონეზე აქვთ, განვითარდეს და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესების, თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამები კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

„ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ჩვენც მოწოდებული ვართ სიახლეები ავსახოთ ადგილობრივ პოლიტიკაში და გავაძლიეროთ შესაბამისი შესაძლებლობები, რასაც მიმდინარე პროექტმა ხელი ნამდვილად შეუწყო.

მადლობა თანამშრომლობისთვის ჩვენს პარტნიორებს - ევროპის საბჭოს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართულებით.

აღვნიშნავ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მნიშვნელოვან წვლილს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესებში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, დისკრიმინაციის რისკების წინაშე განსაკუთრებით ხშირად მოწყვლადი ჯგუფები დგანან. ამიტომაც შიდა ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა და დახვეწა, რაც ანტიდისკრიმინაციული გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ჩვენს მუნიციპალიტეტებში ძალიან მნიშვნელოვანია.

ათეას მიერ ადამიანის უფლებების მიმართულებით პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობა მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობებში თემატური მუშაობისას ერთგვარ გზამკვლევად უნდა იქცეს.

მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის და ამ თემისადმი მიძღვნილი შეხვედრების საინტერესო ციკლისათვის, რომელიც პროექტმა შემოგვთავაზა. მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ავსებს ადამიანის უფლებებზე ადგილობრივი აქტორების სამოქმედო დღის წესრიგს და საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში ადგილობრივი რეალობის გააზრებასა და შესაბამისი ღონისძიებების დანერგვაში გვეხმარება“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ღონისძიებაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებისა და ახლადმიღებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) შესაბამისობაზე იმსჯელეს. ასევე ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების, მათ შორის ადგილობრივ მმართველობაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საერთაშორისო პერსპექტივები განიხილეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის შედგენილი ანტიდისკრიმინაციული სასწავლო კურსის ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკის დაგეგმვაში ჩართვის უპირატესობებზე, ინკლუზიური კომუნიკაციის როლზე, სერვისებზე წვდომის გაძლიერებასა და თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობისათვის საჯარო ადმინისტრაციაში ეთიკისა და ქცევის კოდექსების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

აღნიშნული სასწავლო კურსი შექმნილია პროექტის „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში, რაც ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანური ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო