ომბუდსმენი - USAID-ი ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის

USAID-ი ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა სახალხო დამცველი, რომ USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ და აწყობდნენ.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, რომელთანაც სახალხო დამცველს აქვს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა.

„USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ -ერთი ძირითადი პარტნიორია USAID, რომელთანაც გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო