შს მინისტრის მოადგილე სუს-ის ინფორმაციაზე - ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება

ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა - უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება, - ამის შესახებ შს საქართველოს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც სუს- ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სუს-ის ინფორმაცია მტკიცებულებებს ეყრდნობა და შესაძლოა, იმის გარდა, რაც გასაჯაროვდა, შესაძლოა, კიდევ იყოს მტკიცებულებები.

"იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სუს მა გაავრცელა, არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა სამწუხაროდ. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოპოვებული აქვთ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება", - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო