კახა კალაძე - არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს, არავის გამოუვა! - სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება!

მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული - დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მოსახლეობას, იგივე თუნდაც მანიფესტანტების ინტერესს და მათ უსაფრთხოებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა საჭირო იმიტომ გახდა, რომ „კარვებში, იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების შეტანა იგეგმება“.

„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებები გაკეთდა, თუ რატომ ხდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გამოუვა ის, რომ ქვეყანაში რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა შემოიტანოს და ხელისუფლება ბინძური მეთოდებით დაამხოს. არავის გამოუვა! სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იქნება, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ დავიცავთ მოსახლეობას. იგივე თუნდაც მანიფესტანტების ინტერესს, მათ უსაფრთხოებას, ყველაფერი დაცული იქნება. რატომ კეთდება აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილები იცით, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული.

დაჩქარებული წესით განხილვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ რადიკალური ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან, ვინც გადატრიალებას, არეულობას თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით გეგმავს, არეულობები და მიზნობრივი პროვოკაციები იგეგმება. ასევე იგეგმება, კონკრეტულად კარვებში, იქნება ეს იარაღისა თუ ასაფეთქებელი მასალების შეტანა. მაგრამ არავის არაფერი არ გამოგივათ, ქვეყანაში მშვიდობა იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო