ირაკლი ღარიბაშვილი - საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „Starring Georgia-ს“ პროექტი - 2024 წელს ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „Starring Georgia-ს“ პროექტი - 2024 წელს ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გამართულმა მეგაშოუებმა დიდი კმაყოფილება გამოიწვია.

„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „Starring Georgia-ს“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა. ვიცი, რომ ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე და არამხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტს და ძალიან კმაყოფილების იყვნენ, მოეწონათ. ჩვენ მომავალ წელს, 2024 წელს ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში