რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი - სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც „სურსათის ბანკს“ ქმნის -  ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ - აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება ,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში, პროდუქტის ⅓ ნაგავსაყრელზე იყრება.

„ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც “სურსათის ბანკს” ჰქმნის. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია, არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ.

აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ესაჭიროება. აქ ჩართულია რითეილი. რაც შეეხება „ჰორეკას“ სექტორს, მათთვის ეს ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. სამაცივრე მეურნეობა შესაქმნელია, რათა პროდუქტი მივიდეს დანიშნულების ადგილზე, შემდეგ ეს მოიხმაროს ბენეფიციარმა. დაძრულია ეს კანონი და ნაბიჯი რადგან გადაიდგა, მისასალმებელია. თუ იმ ბაზის შევქმნით, სადაც ბენეფიციარები, მიიღებენ იმ დახმარებას, რაც სჭირდებათ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება“,- განაცხადა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი