გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი 2-დან 4 ოქტომბრამდე სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები.

„ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ.

გარდა ამისა, დოქტორი ანა ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ ზოლთან გაემგზავრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს