თინა ბოკუჩავა - შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები წარმოადგენს რუსული კანონის მორიგ ნაირსახეობას და მიზნად ისახავს გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა.

„ეს განსაკუთრებით მტკივნეული და აქტუალურია დღეს ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ეშინია იმ მშვიდობიანი პროტესტის, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ. ეს ცვლილებების პროექტი არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის მორიგი მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას, ისევე როგორც ადამიანს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპებს. მოვუწოდებთ პარლამენტს , ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში მაშინ, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე, რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ, თუმცა მსგავსი მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან უდავოდ ჩრდილს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით