გივი მიქანაძე - როცა საგანგაშო ინფორმაციაა სუს-ის მხრიდან გაჟღერებული, არ ვაპირებთ არცერთი წუთის დაკარგვას, უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ

თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, სანამ მივიღებთ, თურმე ვენეციის კომისიაში უნდა ვაგზავნოთ - საგანგაშო ინფორმაცია გააჟღერა სუს-მა და არ ვაპირებთ არც ერთი წუთის დაკარგვას , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

მიქანაძე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ცვლილებები თავსებადია კონსტიტუციურ ნორმებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან, ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და "ის აჟიოტაჟი, რაც შექმნეს რადიკალებმა, აბსურდულია".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ცვლილებების ვენეციის კომისიაში გადაგზავნის თაობაზე, მიქანაძე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

"პარლამენტი არის საქართველოში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც იღებს კანონებს და ახორციელებს კონტროლს მათ განხორციელებაზე. თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, სანამ მას მივიღებთ, თურმე ვენეციის კომისიაში უნდა ვაგზავნოთ და ეუთო/ოდირში. არის კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაგზავნა ხდება, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი იქნა კონკრეტული ცვლილებები ვენეციის კომისიაში, რომელიც 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, როცა არის ასეთი საგანგაშო ინფორმაცია სუს- ის მხრიდან გაჟღერებული და როცა დღეს უკვე გამოვლინდა კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, არ ვაპირებთ არც ერთი დღის და წუთის დაკარგვას და ჩვენ უნდა მივიღოთ მყისიერი გადაწყვეტილებები, რომ პრევენციულად ვიმოქმედოთ", - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის