„ნაციონალური მოძრაობა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს, კონკრეტულად როგორ გეგმავს სახელმწიფო კახეთში დაზარალებული მევენახეების დახმარებას

„ნაციონალური მოძრაობა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს, თუ როგორ გეგმავს სახელმწიფო კახეთში დაზარალებული მევენახეების დახმარებას.

როგორც პარტიის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია განიმარტოს დაეხმარებიან მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს, თუ ეს ეხება უხვი ნალექით დაზარალებულ ადამიანებს.

„დღეს, ე.წ პრემიერ მინისტრისგან ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ კახეთში დაზიანებულ ვენახებში ერთ ჰექტარ ვენახზე სახელმწიფო გადაიხდის 3 500 ლარს. დიახ, სწორედ ამას ვითხოვდით ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიუჯეტიდან უნდა გამოინახოს სახსრები, რათა დაზარალებული, გაუბედურებული მოსახლეობის დახმარება მოხდეს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს თუ როგორ მოხდება ეს პროცესი, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სეტყვისგან დაზარალებულებს, თუ ეს ეხებათ ასევე უხვი ნალექისგან დაზარალებულ ადამიანებს, ამიტომ სასწრაფოდ მოვითხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ამ ყველაფრის განმარტება, თუ როგორ წარიმართება პროცესი, როგორ მოხდება ვენახების აღწერა და როგორ მოხდება ამ თანხების ანაზღაურება. მთავარი არის ერთი რამე - ჩვენ, თქვენ, მოსახლეობა ერთ რამეში უნდა დავრწმუნდეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენი გამარჯვება და თქვენი დახმარება, რომელიც შეიძლება არის მიზერული, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს იქნება დიდი შვება თითოეული თქვენგანისთვის", - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო