რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, კარავია თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?

თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების ინიციატივასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაიინიცირდა.

გოცირიძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წევრებს, კანონპროექტი 12 დეკემბრის შემდეგ განიხილონ.

„გინდათ, ეს კანონი? - განვიხილოთ ეს კანონი 12 დეკემბრის შემდეგ. 12 დეკემბრამდე წყდება საქართველოს ისტორიული ბედი. ოქტომბერში იქნება განხილვა, პირველი შეფასება და შემდეგ უკვე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. აქ წერია, რომ თუ კარავს დადგამ, ჯარიმდები 5 ათას ლარამდე, ან გაპატიმრებენ 15 დღით. თქვენ მართლა რევოლუციას თუ ელით, გგონიათ, რომ კარავი არის თქვენი დამხობის განმსაზღვრელი?, - განაცხადა გოცირიძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომან გოცირიძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ ისიც არ გვეგონა, კონტეინერები გამოიყენება რევოლუციებისთვის, მაგრამ, ფაქტის წინაშე დავდექით, რომ კონტეინერებით აწყობდნენ რევოლუციას“.

ამასთან, გოცირიძემ მმართველ გუნდს შეახსენა, რომ რკინის საკნები რუსთაველის გამზირზე 3 თვე იდგა.

„თქვენ თუ კარვების გეშინიათ, თქვენი სიმბოლოა, თქვენ ხელისუფლებაში რით მოხვედით? რკინის საკნები რუსთაველის გამზირზე 3 თვე იდგა, რკინის საკნებსაც ეხება, თუ ნაჭრის კარვებს?, -აღნიშნა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება