შრომის ინსპექციის სამსახური - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩვენი სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ბეატე ანდრეეს შეხვდა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. საუბარი შეეხო შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„მხარეებმა ის მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც განიხილეს, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს. ასევე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და აღსრულების მექანიზმები. განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა რეგიონულ ჭრილში მოწინავე ადგილს იკავებს.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.

შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი და საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი შორენა ყუბანეიშვილი ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის