თეონა ჭალიძე - განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება „ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც გვაქვს

განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს - გვყავს 650 475 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი , - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე „ქართული ოცნების“ 11 - წლიან მმართველობას და საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ ვითარებას.

ჭალიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ 11 წლის მმართველობის შედეგია ის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსით მოსარგებლე ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა უკიდურესად გაზრდილია.

მისივე თქმით, მმართველი პარტია პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულებაზე ოპოზიციის საწინააღმდეგოდ ამბობს უარს, სანაცვლოდ კი ზრდის პენსიას იმ რაოდენობით, რაც წამლის საყიდლადაც კი არ არი საკმარისი.

„განსაკუთრებულად ტრაგიკულად გამოიყურება ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე იმ სოციალური მდგომარეობის ფონზე, რაც დღეს გვაქვს. გვყავს 650 475 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი, რომელთა ნაწილის ე.წ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვით ხელისუფლება მომავალ არჩევნებზე გარანტირებული ხმების თავის ყულაბაში ჩაყრას ცდილობს.

,,ქართული ოცნების“ 11- წლიანი მუშაობის შედეგია 16 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი 229 280 ბავშვი და 100 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პენსიონერი. ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ სახელმწიფო პენსია არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს და ხანდაზმული ადამიანები იძულებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსი მიიღონ, რაც თავის მხრივ, მათთვის მაქსიმუმ 60 ლარის საარსებო შემწეობის მიღებას ნიშნავს.

ამიტომ, უფასო სასადილოების რიგებში ხშირად ნახავთ მოხუცებს, რომლებიც კუთვნილ 200-200 გრამ საჭმელს ელოდებიან. სავალალოა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის თავზე, 360 ათასი პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული „ლიბერთი ბანკისგან“ უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რის გამოც წლებია ყოველთვიურად სრულად პენსიას ვერ იღებენ, და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ეზრუნა ბიუჯეტში, ნაწილობრივ პროდუქციასა და მომსახურებაზე გაზრდილი ფასებისა თუ სხვა ფაქტორების გამო გაჩენილი ჭარბი 430 მილიონი ლარით ამ ვალების ჩამოწერაზე, რაც მართლაც დიდი შვება იქნებოდა ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, გაჯიუტდა და ოპოზიციის ჯინაზე პოლიტიკური ნება არ გამოიჩინა.

სანაცვლოდ, მხოლოდ 20 და 50 ლარი გაიმეტა პენსიონერთა გარკვეული ჯგუფებისთვის პენსიის მოსამატებლად 2024 წლის ბიუჯეტში. არადა, ეს თანხა ერთი ალერგიის წამლის საყიდლადაც კი არაა საკმარისი. წამლების მაღალი ფასის გამო, არჩევანის წინაშე ხშირად დგანან ადამიანები საკვები იყიდონ თუ წამალი. ასეთია ,,ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილე სოციალურ ჭრილში“, - განაცხადა ჭალიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო