ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური განათლების გამოფენა გაიმართება

ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს, საქართველოს საფინანსო სექტორიც შეუერთდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება.

„გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ასახულია კიდეც ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარი ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით ბოლო წლების განმავლობაში არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას ახორციელებს.

თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში ეროვნული ბანკთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge ), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი - „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „კრედო ბანკი“ და „პაშა ბანკი“/„რებანკი“ ჩაერთვება.

გამოფენის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, საინტერესო ლექციებს დაესწროს და სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა