მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილის იმპორტის საფასური იზრდება, ქატოსა და ქერზე კი 100-ლარიანი საიმპორტო გადასახადი წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქატოსა და ქერის იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური 100 ლარით განისაზღვრება.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში კი საფასური დამატებით 50 ლარით გაიზრდება და ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდება.

„მოგეხსენებათ, რომ გლობალურად მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების, ზოგადად ლოჯისტიკის კუთხით.

ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რითაც ასე ვთქვათ, ანომალიური ვითარება ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით სამართლიანად დაბალანსდა. კერძოდ, ფქვილის იმპორტზე დაწესდა 200 - ლარიანი დამატებითი საფასური. თუმცა ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი, ეს განპიროვნებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც მსოფლიოში არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში ტონაზე 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით განაპირობა ის, რომ შედარებით მეტი არის ხარისხობრივად ისეთი ხორბალი, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება საფურაჟე დანიშნულებით, შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქერზე დაწესდეს 100 ლარი იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური და ასევე, ქატოზე, რომელიც ფაქტობრივად ხორბლის გადამუშავების შედეგად იმავენაირად მიღებული პროდუქტია, როგორც ფქვილი და აქამდე მასზე არანაირი განსაკუთრებული რეგულირება არ ხორციელდებოდა. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარი განისაზღვრება დამატებითი საიმპორტო საფასური, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში, იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომშიც ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვრილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა“, - განაცხადა ნასარიძემ.

როგორც ნასარიძემ აღნიშნა, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდა არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე.

„აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, როგორც წინა შემთხვევაში, ასევე, ამ შემთხვევაშიც არანაირად არ იმოქმედებს პურის ფასზე. პურის გაძვირების არანაირი რისკი არ არსებობს და შესაბამისად, ერთობლივად ეს კომპლექსური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას.

ბუნებრივია, ვადაც გახანგრძლივდება. ამ ეტაპზე 1 მარტამდეა ვადა, რომელ ვადაშიც იმოქმედებს ეს მექანიზმი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვირდებით ვითარებას და თუ რაიმე საჭიროება იქნება ჩარევის ან მანამდე ან მას შემდეგ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ნასარიძემ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი