გიგა ბოკერია - „ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ, ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო

სუს-ის და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რომ თითქოს ისინი მეორე ფრონტის გახსნისგან გვიცავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რითაც „რევოლუციურ სცენარებთან“ დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დამატებით უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ ვისთან აიდენტიფიცირებს ივანიშვილის რეჟიმი თავს.

„მილოშევიჩი, რუსეთის ვასალი დიქტატორი, რომელმაც არჩევნებში მარცხის აღიარებაზე უარი თქვა და ამას მოჰყვა მის წინააღმდეგ გამოსვლები. შევარდნაძის უკორუმპირებულესი და რუსეთის მიერ ინფულტრირებული რეჟიმი, რომელმაც ასევე კატასტროფული მარცხი არ აღიარა არჩევნებზე, რასაც მოჰყვა ვარდების რევოლუცია. იანუკოვიჩი, რომელმაც ღიად და დამარცვლით თქვა, რომ რუსეთის ვასალია, უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე უარს იძახის, არ უნდა ევროპასთან ასოცირება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ანუ ღალატი გამოაცხადა, რასაც ასევე მოჰყვა გამოსვლები. მილოშევიჩი, იანუკოვიჩი და შევარდნაძე ვართ ჩვენო, პირდაპირ გვეუბნებიან, არ დავუშვებთ და ჩვენც ასე მოვექცევით თქვენს პროტესტსო“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „აქედან უნდა გააკეთოს ქართველმა საზოგადოებამ დასკვნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა ამ რეჟიმის დემოკრატიულად ცვლილება, სანამ დასავლეთისგან იზოლირებული, რუსეთის პირისპირ მარტო არ დაგვტოვა და სახელმწიფოებრიობის დაცვა დიდი მსხვერპლი არ დაგვიჯდა“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას