საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა.

ამის თაობაზე პარლამენტის ბიურომ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დავით მაღლაფერიძის ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმთან ერთად, ცნობად მიიღო.

“სამწუხაროდ, ვაკანსიებზე საკმარისი რაოდენობის განცხადებები არ შევიდა და კონკურსი ჩაიშალა. მას ხელახლა გამოვაცხადებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონკურსო კომისიამ ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა უნდა წარადგინოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს