საგამოძიებო სამსახურის უფროსი ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელით გამართულ ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის წვლილი საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში, ასევე განხილული იქნა PAR-ის სამომავლო დღის წესრიგის აქტუალური თემები. დასკვნითი კონფერენციის ფორმატში გათვალისწინებული იყო როგორც ზოგადი დისკუსია, ასევე თემატური პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე. ზოგადი დისკუსიის დროს OECD SIGMA პროგრამის და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა PAR-ის ძირითადი საკითხები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარალელურ თემატურ სესიაში, რომელიც შეეხებოდა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სპეციფიკურ საკითხებს.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო