ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შესაძლებლობებზე, ასევე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

რექტორის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარი საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება.

„საქართველოში პირველი სამედიცინო სკოლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიცია სამედიცინო მიმართულებით და იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სამედიცინო ფაკულტეტის გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა შევიძინოთ, რომელიც იქნება პრაქტიკის მთავარი ბაზა და რომელიც დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ ის მთავარი უნარები, რომელიც მთავარია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიზნებსა და ღირებულებებზე. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიებსა და სტუდენტურ პროექტებზე.

რექტორის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია და სტუდენტური სივრცეების კეთილმოწყობა.

შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის