არჩილ თალაკვაძე და სალომე ქურასბედიანი გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BASK) პრეზიდენტს და პოლიტიკის პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ფედერალური აკადემიის (BASK) პრეზიდენტ, ელჩ ეკერჰარდ ბროზესთან, თანმხლებ დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას და საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

„საქართველოს პარლამენტში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა დელეგაციასთან, რომელიც დაკომპლექტებულია გერმანიის საჯარო უწყებების ოფიციალური პირებისგან და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან. ეს არის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკაზე მუშაობს. სტუმრები ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ პირადად მიეღოთ ინფორმაცია, თუ როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და თუ როგორ უყურებს საქართველო თავის უსაფრთხოების პოლიტიკას, რა წვლილი შეაქვს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, საინტერესო შეკითხვები დაისვა. ეს შეხვედრა ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა იყო რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გვეთქვა ის რეალობა და სიმართლე, რომელიც საქართველოს მხარეს არის. ასევე ვისაუბრეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ვფიქრობ, გერმანიის საზოგადოებაში, მათ შორის, ჩვენს სტუმრებს შორის რეალურად არის პოზიტიური განწყობა და არგუმენტების ცოდნა თუ რატომ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და რომ ახლა, ამის კიდევ გადადება ძალიან საზიანო იქნება ევროკავშირის და საქართველოსთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“