ანა ნაცვლიშვილი - სუს-ი ყოველ ორშაბათს ტელესერიალივით ახალ სერიას  გვთავაზობს რაღაც არარსებულ ფაქტებზე, ხოლო არსებულზე და მხილებულზე გასუსულია

სუს-ი ყოველ ორშაბათს ტელესერიალივით ახალ სერიას გვთავაზობს რაღაც არარსებულ ფაქტებზე, ხოლო არსებულზე და მხილებულზე გასუსულია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უკიდურესად ლოიალური დამოკიდებულება აქვს, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორს „თითის ქნევით“ ელაპარაკება.

„თუ მოგისმენიათ ოდესმე, რომ საქართველომ განმარტებები მოითხოვა რუსეთისგან, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა საქართველოს კანონმდებლობით და სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, რომელიც მთელმა მსოფლიომ აღიარა ტერორისტულ სახელმწიფოდ. რუსეთის მიმართ აქვთ უკიდურესად ლოიალური დამოკიდებულება. პუტინის ლაქიები არიან და აქეთ თითის ქნევით ელაპარაკებიან ამ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. კარგად მიმოიხედონ პოლიტიკოსებმა, სკამებზე რომ სხედან, მაგ სკამებიც დონორის ფულითაა ნაყიდი. რამე თუ მოძრაობს დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში, რამე განათლება და კომპეტენცია თუა საჯარო სექტორში დაგროვილი და რაიმე რეფორმა თუ ოდესმე გატარებულა ამ ქვეყანაში, ყველაფერში ჩვენი მეგობრების წვლილია, ყველა პროგრესის და რეფორმის იმპულსი დასავლეთიდან მოდიოდა და არა ამათგან.

ისინი დღეს არიან ზომბები, რომლებიც ასრულებენ კრემლის დავალებებს. მათი ფიქრი კრემლს არ სჭირდება, კრემლს სჭირდება მათი მორჩილება და ყველანაირ სისულელესა და მარაზმზე ხელისმომწერი პოლიტიკოსები. ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომ კრემლის დაკვეთა შეასრულოს, ეს იქნება პრეზიდენტის იმპიჩმენტი თუ ფარცხალაძეზე სახელისუფლებო ინსტიტუტების გადაფარება. გასუსული სუს-ი გვყავს. სუს-ი, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ თავი მოება რაიმე განცხადებისა ან განმარტებისთვის ფარცხალაძის მხილების შემდეგ, აგრძელებს გასუსულ მდგომარეობაში ყოფნას და ყოველ ორშაბათს ტელესერიალივით ახალ სერიას გვთავაზობს რაღაც არაარსებულ ფაქტებზე, ხოლო არსებულზე და მხილებულზე გასუსულია. ეს ხდება იმიტომ, რომ სამწუხაროდ დღეს საქართველოს მართავს კრემლის ხელისუფლება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო