შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს ეხმაურება.

შსს მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედია საშუალების დამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, ქვეპუნქტით.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მნიშვნელოვანია მედიის მიერ ფაქტის გადამოწმება ან მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ვიდრე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ან მედიაში მოხდება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებით ტრავმა მიაყენოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო