გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიასს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, ყარსიმაანთკარი, ნაგლიანთკარი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.