მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს ღირებულების 10 სატვირთო ავტომანქანა შეისყიდა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს (2.25 მილიონი ლარი) ღირებულების 10 სატვირთო ავტომანქანა შეისყიდა.

ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ.

„ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს (2.25 მილიონი ლარი) ღირებულების სატვირთო ავტომანქანა შეისყიდა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდროვიჩს და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანის გადაცემა, რომელსაც რთულად მისასვლელ ადგილებამდე მიღწევა შეუძლია, დადებითად აისახება სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებზე მწვანე საზღვარზე მყოფი მესაზღვრეების მომარაგების კუთხით. საბოლოოდ, აღნიშნული ავტომანქანების გამოყენება მომარაგების ხარჯებს შეამცირებს და გაზრდის მწვანე საზღვარზე არსებული სასაზღვრო დანაყოფების ლოჯისტიკურ გამართულობას და ეფექტიანობას.

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში.

აღნიშნული პროექტი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წითელი ხიდის სამმართველოს 10 სატვირთო ავტომანქანა გადავეცით. ამ ტიპის მანქანები მოკლეა და ღერძების შორის მანძილიც მოკლე აქვთ. ეს მანქანები სასაზღვრო პოლიციას მოშორებით მდებარე საპატრულო პუნქტი საკუთარი მოვალეობის შესრულებაში დაეხმარებიან. ასეთი საპატრულო პუნქტი კი 65-ია. მოთხოვნა კონკრეტულად ამ სახის სატვირთო ავტომანქანებზე იყო, ვინაიდან, მხოლოდ ასეთ ავტომანქანებს შეუძლიათ შორეული საპატრულო პუნქტების მომარაგება“,- განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით ტექნიკის გადაცემის ამ ცერემონიაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საამაყოა. ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 10 სატვირთო ავტომანქანას გადავცემთ. ეს სატვირთო ავტომანქანები გამოყენებული იქნება საქართველოს მწვანე საზღვრებზე, როგორც საზღვრის ზედამხედველობისა და მართვის საშუალება. ეს ტექნიკა საქართველოს საკუთარი საზღვრების დაცვაში, მართვასა და კონტროლის განხორციელებაში დაეხმარება. ეს ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას“,- განაცხადა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო