ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვივნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს ეწვივნენ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის მიზანს ანალიტიკური მიმართულებით არსებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება წარმოადგენდა.

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებთან წარიმართა. მხარეებმა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსა და კრიპტოაქტივის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულთა სწრაფი და ეფექტიანი გამოვლენა-პრევენციის საშუალებები განიხილეს. ასევე, განიხილეს და შეაფასეს სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფები.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სააგენტოში ჩატარებულ პრაქტიკულ სწავლებაში, თემატიკით: საგამოძიებო პროცესში კრიპტოაქტივის აღმოჩენა, ამოღება და ფიქსაცია მიიღეს მონაწილეობა.

ხაზი გაესვა სხვადასხვა ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის, შესაბამის თანამშრომელთა მუდმივი გადამზადებისა და სწავლების, ასევე, უწყებათა შორის სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას მხარეთა საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით