საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება - პრეზიდენტის არგამოცხადება ხელს შეგვიშლის სრულყოფილ განხილვაში

ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ტურავას მოლოდინი ჰქონდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ ვიზიტების დროს აწარმოებდა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტებზე დეტალურად ვერ ისაუბრებენ და მათ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე პასუხები ექნებათ.

ამასთან, როგორც ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უკმაყოფილების გრძნობა ექნება, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როგორც ინფორმაცია მოვისმინეთ ტელევიზიებით, ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, მხედველობაში მაქვს ვიზიტები. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე, წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინონ პრეზიდენტი და თქვას არ ვიცი, ვერ გეტყვით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი {პრეზიდენტის} გამოცხადება.

შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, რომ მე არ ვესწრები სხდომას, მაგრამ, თუ სასამართლო მიიღო განჩინება პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ სასამართლოში, ამ შემთხვევაში, ის უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა მოვიდეს სასამართლოში, ეს არის ის, რასაც ჰქვია ნების საწინააღმდეგოდ და არა იძულებითი მექანიზმების განხორციელებას. შესაბამისადა, მე არ ვიცი და მარტო მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლეგიალური ორგანო, 9 მოსამართლისგან შედგება. გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს კონკრეტულად ვიზიტების შინაარსს და იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ ვერ გაგვცემენ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის