„საქსტატი“ - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8%-ით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.8 პროცენტით გაიზარდა და 181.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

„2022 წელს მისი მოცულობა 71.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 24.6 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს: 2022 წელს მთლიანი ბრუნვის 65.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.6 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.7 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა

2022 წელს 101.4 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 65.8 მლრდ. ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები 24.6 პროცენტით, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვები 27.0 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხეება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა სტატისტიკას, 2022 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 779.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.7 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1 პროცენტი ქალია, ხოლო 56.9 პროცენტი - კაცი.

„დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.9 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 39.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 726.2 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5.5 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 14 283.9 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით - 25.8 პროცენტით მეტი). 2022 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 605.9 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 258.3 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 264.0 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 199.6 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 822.4 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 862.2 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 187.2 ლარი.

2022 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.1 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 29.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.4 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 6.0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.1 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 9.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება: 2022 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22.2 პროცენტი) და ვაჭრობა (19.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.5 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32.5 პროცენტიანი წილი უჭირავს: 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.5 პროცენტი, 12.2 პროცენტი და 10.0 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.5 პროცენტი), მშენებლობის (8.4 პროცენტი), ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობების (5.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდებისა დარგის საწარმოებზეც (4.8 პროცენტი).

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 76.7 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 6.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი; იმერეთი – 4.4 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.2 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 61.9 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.0 პროცენტი; ქვემო ქართლი – 8.1 პროცენტი; იმერეთი – 7.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 62.2 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 7.6 პროცენტი; ქვემო ქართლი – 6.1 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი