დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების პროფესიულ გადამზადებას განაგრძობს

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხულ მედიატორებს, რომლებმაც პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს და შესაბამისი ტესტი წარმატებით ჩააბარეს, სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათ მედიატორებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ასევე, ევროკავშირის პროექტის - „AA FACILITY II“ - ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა ესწრებოდა.

„მედიატორთა თეორიული სწავლება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო