ირაკლი ქადაგიშვილი - თვალნათლივ ვნახეთ, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების მომზადებისთვის ახალგაზრდობას როგორ ამზადებენ - რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება

თვალნათლივ ვნახეთ, პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების მომზადებისთვის ახალგაზრდობას როგორ ამზადებენ - რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება. ეს ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში რევოლუციის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„ევროკავშირს საქართველოსათვის კანდიდატის მინიჭება-არმინიჭების საკითხი დღის წესრიგში კვლავ უდგას. საბოლოოდ, მათი არჩევანიც ძალიან რთულია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ობიექტურად, აბსოლუტურად ყველა შეფასებით, მთელ რიგ საკითხებში გაცილებით წინაა, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ, რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო. პარალელურად, ვხედავთ, რომ საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული დარტყმა მაინც მიმდინარეობს. ერთი ის არის, რომ [კანდიდატის სტატუსს] ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არა. ეს სწორედ ის ნარატივია, რომელიც თითქოს ყველაზე მთავარ მოწოდებას, რასაც ჰქვია, რომ კონსოლიდაცია მოხდეს და პოლარიზაცია არ იყოს, სწორედ, აქეთკენ არის დარტყმა - ხალხი და ხელისუფლება გაიყოს და გაიხლიჩოს. ამავდროულად, იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი, რაზეც აქცენტი კეთდება, პროვოკაციების მოწყობაა და სწორედ, ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. ყველამ თვალნათლივ ვნახეთ, როგორ ამზადებენ პროვოკაციული, რევოლუციური სცენარების მომზადებისთვის ახალგაზრდობას. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება. ეს ორმაგი სტანდარტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ბოლო განცხადება, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის, რომ საელჩოს განცხადება არ წაუკითხავს და ისინი საქართველოში მხოლოდ ჰუმანიტარული და დემოკრატიულო მიზნებისთვის მოქმედებენ, საბოლოოდ, ეს სტანდარტი გაიმარჯვებს და არა გლობალური ომის პარტიის სტანდარტები, რომელიც აი, ამ სწორ ადგილას, პროვოკაციებით, რევოლუციური სცენარების გათამაშებას ცდილობს. ვიმეორებ, საქართველოში რევოლუციის არანაირი საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო