გიორგი სიორიძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდის უმაღლესი ხელმძღვანელობით წარმოდგენა ხაზს უსვამს, როგორი მნიშვნელოვანია „ოცნებისთვის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე აცხადებს.

მისივე თქმით, „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ე.წ. „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით სასამართლოს ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა.

„მთელი ქვეყნის ყურადღება ახლა ბათუმისკენაა მიპყრობილი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი იმართება. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პროცესზე მმართველი გუნდი უმაღლესი ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა და ტოტალური კონტროლის დამყარება პოლიტიკურ პროცესზე. „ლელო“ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ე.წ. „სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა სასამართლოს. ამ დასკვნაში სამართლებრივად და დეტალურადაა დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი და რატომ არ აქვს ამ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა. სასამართლოსთვის ჩვენი მიმართვის მიზანია, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, ჩვენი კვალიფიკაცია, რათა წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან სამართლის არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად ქცევას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ, რომლის კომენტარსაც პარტია “ლელო“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა